გერმანიაში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების დახურული შეხვედრა გაიმართა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი და სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ედვარდ ნალბანდიანი დახურულ კარს მიღმა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში შეხვდნენ.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხები იყო განხილული და მას ეუთოს მინსკის ჯგუფის  თანათავმჯდომარეებიც ესწრებოდნენ.
წინა დღეს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთი შეხვედრის ჩაშლაში და დესტრუქციულ პოზიციაში დაადანაშაულა. ასევე ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკება ეუთოს ინიციატივით გაიმართა.
შეხვედრის სხვა დეტალები უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები