აშშ-ის სენატმა მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა 2017 წელის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა. მისი ოდენობა 618,7 მილიარდი აშშ დოლარი იქნება. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. კანონპროექტს 92-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, ხოლო 9 წინააღმდეგი იყო.
ამ ინფორმაციის მიხედვით, სენატმა ბიუჯეტის კომპრომისული ვარიანტი დაამტკიცა. ახლა კანონს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი უნდა მოაწეროს.
როგორც სააგენტოს „როიტერს“ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა, ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები