მიგრანტებმა მაროკო-ესპანეთის საზღვარზე კედელი გაანგრიეს

მაროკო-ესპანეთის საზღვარზე ასობით მიგრანტმა კედელი გაანგრია და ესპანეთის ანკლავ სეუტაში გადასვლა მოახერხა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ანკლავი აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს.
მაროკოს ტერიტორიიდან ანკლავს სეუტის კედელი აშორებს – ეს ექვსმეტრიანი ღობეა მავთულხლართით. ის ვიდეოკამერებით, ასევე მოძრაობის და ხმაურის სენსორებით არის აღჭურვილი.
კედელი სწორედ იმისთვის აშენდა, რომ მიგრანტებმა აფრიკიდან ესპანეთის ტერიტორიაზე გადასვლა ვერ მოახერხონ.
კედლის განგრევის დროს ორი პოლიციელი და სამი მიგრანტი დაშავდა.
გამოცემა El Pueblo de Ceuta-ს ინფორმაციით, საერთო ჯამში საზღვარი 500–მდე მიგრანტმა გადაკვეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები