გვატემალაში ტრამპის ფიტული დაწვეს

გვატემალაში ბოროტი სულების განდევნის ტრადიციული ცერემონია გაიმართა, რომლის დროსაც ადგილობრივმა მოსახლეობამ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფიტული დაწვა. ამგვარად, მოსახლეობამ, ტრამპის ის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომლითაც მიგრაციული კანონმდებლობის გამკაცრება გადაწყვიტა. გვატემალაში მიაჩნიათ, რომ თოჯინის დაწვასთან ერთად იწვება მთელი ბოროტება და უბედურება, რაც გასულმა წელმა მოიტანა. ტრამპის თოჯინები გვატემალაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის თოჯინები 10-დან 200 დოლარამდე ღირდა მისი ზომის და ხარისხის მიხედვით.

030 02023 0102

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები