ჩიკაგოელმა ოკეანოლოგებმა პინგვინების მიტოვებული ნაშიერები გადაარჩინეს (ვიდეო)

ჩიკაგოს აკვარიუმის ოკეანოლოგებმა სამხრეთ აფრიკის სანაპიროსთან პინგვინების მიტოვებული ნაშიერები გადაარჩინეს. მათ ამისთვის 8 ათასი მილის გავლა მოუწიათ. ამის შესახებ abcnews-ი იუწყება.
მკვლევარები ამბობენ, რომ აფრიკის სანაპიროსთან მშობლები ასობით პატარა პინგვინს ტოვებენ, რომლებსაც დაღუპვა ემუქრებათ. მათ დამოუკიდებლად ნადირობა და საკვების მოპოვება არ შეუძლიათ. ჩიკაგოს აკვარიუმის თანამშრომლებმა დაშავებულ პინგვინის ნაშიერებს 3D პრინტერის მეშვეობით სპეციალური ტანსაცმელიც კი დაუმზადეს, რომელიც მათ სხეულს ახალი დაზიანებებისგან დაიცავს.

ht-penguins-03-as-161208_4x3_992 ht-penguins-06-as-161208_4x3_992 ht-penguins-04-as-161208_4x3_992

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები