სუს-ის უფროსი საქართველოში გერმანიის ელჩს შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს ჰაიკე ფაიჩს შეხვდა.
როგორც “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებს და აღინიშნა, როგორც უსაფრთხოების, ისე სამართალდაცვით და სხვა სფეროებში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობა. მხარეებმა მიმოიხილეს გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე არსებული გამოწვევები.
სუს-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის, ტერორიზმისა და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და გააქტიურების გზებს.