კაიროში მომხდარი ტერაქტის შედეგად ექვსი პოლიციელი დაიღუპა

პოლიციის ექვსი თანამშრომელი დაიღუპა ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ “ბი-ბი-სი“ იუწყება. დაჭრილია ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე.
აფეთქება ალ-ჰარამის ქუჩაზე მოხდა. ამ რაიონზე გადის გზა, რომელიც კაიროს გიზას პირამიდებთან აკავშირებს.
წინასწარი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ნაგვის ურნაში იყო დამონტაჟებული. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები