მიგრანტების სამშობლოში დაბრუნებისთვის გერმანიის მთავრობა 150 მლნ ევროს დახარჯავს

გერმანიის მთავრობა, სამშობლოში მიგრანტების დასაბრუნებლად, 150 მილიონ ევროს დახარჯავს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
როგორც გერმანიის გამოცემა Augsburger Allgemeine-თვის მიცემულ ინტერვიუში გერმანიის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ჰერდ მიულერმა განაცხადა, ქვეყანა წელიწადში 50 მილიონ ევროს ხარჯავს იმ მიგრანტების დასახმარებლად, რომლებმაც ლტოლვილის სტატუსი ვერ მიიღეს, ასევე გერმანიის მთავრობა იმ პირებს ეხმარება, ვინც სამშობლოში დაბრუნება ნებაყოფლობით გადაწყვიტა.
ამ დახმარებით შეიძლ;ება ისარგებლონ მიგრანტებმა, რომლებიც გერმანიაში ერაყიდან, ავღანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩავიდნენ.
ცნობისთვის, გერმანიაში ბოლო წლების განმავლობაში მილიონზე მეტი მიგრანტი ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები