მიხეილ სააკაშვილი შეურაცხყოფად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მას უკრაინაში „მიხოს“ და „მიხეილ ნოკოლოზოვიჩს“ ეძახიან (ვიდეო)

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი შეურაცხყოფად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მას უკრაინაში „მიხოს“ და „მიხეილ ნოკოლოზოვიჩს“ ეძახიან. გადაცემა skrypin.ua-ის ეთერში სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში მის სახელსა და გვარს არასწორად წარმოთქვამენ და ასევე მისი მისამართით სხვა არაკორექტულ სახელებს იყენებენ.
“მე ბევრი მიწოდებს მიხეილ ნიკოლოზოვიჩს და ვინ არის ეს ნიკოლოზოვიჩი? მე ყოველთვის ნიკოლაევიჩი ვიყავი“, – ამბობს სააკაშვილი.
მისივე თქმით, სახელი „მიხოს” გამოყენება მისი მისამართით არაკორექტულია, ვინაიდან ეს ქართული უცენზურო ანეკდოტების მთავარი გმირის სახელია.
„მე საქართველოში მიშას მეძახდნენ, ხოლო მიხო – ანეკდოტების გმირის სახელია“, – განაცხადა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები