ზურაბ ქურციკიძე: პატიმრობის დროს თავის კაბინეტში პირადად დამპატიჟა ალექსანდრე მუხაძემ

როცა მუხაძის კაბინეტში შევედი, არ ვიცოდი, რომ ის იყო ციხის უფროსი, მან პირადად გამოიჩინა ჩემი ნახვის ინიციატივა, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა ფოტოგრაფმა ზურაბ ქურციკიძემ განაცხადა.
ქურციკიძე დეტალურად იხსენებს, თუ რა ხდებოდა „მოდულის“ შენობაში მისი დაკავების დროს.
„ძირითადად მოდიოდნენ ღამე და გვაიძულებდნენ აღიარებითი ჩვენება დაგვეწერა, ჩემზე განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა უშუალოდ დაკავების დღეს და შემდეგ ეს გრძელდებოდა მთელი პატიმრობის პერიოდში. ვგრძნობდი, რომ აღიარებითი ჩვენების გარეშე სასჯელაღსრულების დაწესებულებას ვერ დავტოვებდი.
ალექსანდრე მუხაძესთან მქონდა ხანმოკლე შეხვედრა, მან დამპატიჟა თავის კაბინეტში, მაშინ არ ვიცოდი, რომ ეს მუხაძე იყო, მერე მივხვდი, რომ ეს იყო სასჯელაღსრულების დაწესებულების უფროსი, მკითხა თუ ჩაგიდენია ის, რასაც გაბრალებენ და საერთოდ თუ იცი რისთვის ხარ დაკავებულიო.
მოგვიანებით დავთანხმდი აღიარებით ჩვენებაზე, რადგან, გვემუქრებოდნენ. შემოვიდა გამომძიებელი, მომიტანა ჩანაწერი და მითხრა, რომ დამეზეპირებინა. ამ ტექსტში ეწერა, რომ მე საერთო მქონდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან“, – განაცხადა ზურაბ ქურციკიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები