სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადა

სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტს პაკ კინ ხეს იმპიჩმენტი გამოუცხადა. ახლა ეს საკითხი საბოლოოდ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. მანამდე კი ქვეყნის მეთაურის მოვალეობას პრემიერ-მინისტრი შეასრულებს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
პაკ კინ ხე კორუფციულ სკანდალშია გახვეული. მისი თანაშემწე ჩხვე სულ სილი სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაშია ბრალდებული. კერძოდ, ის სხვადასხვა კომპანიებს, არასამთავრობო ფონდებში, უკანონოდ, მილიონობით დოლარის გადარიცხვას სთხოვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები