ზურაბ ტყემალაძე: ეკონომიკის ზრდისთვის აუცილებელია ექსპორტის განვითარება

მთავრობამ უნდა გადადგას ნაბიჯები ექსპორტის წახალისების კუთხით, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „მრეწველთა“ ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა.
როგორც ტყემალაძემ აღნიშნა, რომ დედოლარიზაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯების დროს, აუცილებელი ყურადღება უნდა მიექცეს ექსპორტის ზრდას.
„ის პროდუქცია, რაც საქართველოში იწარმოება, სასურველია ქვეყანაში იმპორტის სახით არ შემოვიდეს. მთავრობამ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები ექსპორტის განვითარების კუთხით. საჭიროა ქვეყანაში შიდა პროდუქტებს მეტი პოპულარიზაცია გაეწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში არც იმ ტურისტული მაჩვენებლის ზრდას ექნება ეფექტი, როცა შემოსულ უცხოელს პროდუქტის სახით ასევე დოლარზე შეძენილ საქონელს თუ პროდუქტს ვთავაზობთ,“-განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები