თურქეთის პროკურატურამ სტამბულის უნივერსიტეტის 87 თანამშრომლის, მათ შორის პროფესორების და აკადემიკოსების დაკავების ორდერი გასცა

თურქეთის პროკურატურამ სტამბულის უნივერსიტეტის 87 თანამშრომლის დაკავების ორდერი გასცა. ეს პირები აშშ-ში მცხოვრებ ისლამის მქადაგებელთან ფეთჰულა გიულენთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. ანკარა გიულენს 15 ივლისის სამხედრო ამბოხების ორგანიზებაში ადანაშაულებს.
ტელეკომპანია CNN Turk-ის ინფორმაციით, ქვეყნის რამდენიმე პროვინციაში პოლიციამ დაკავების ოპერაცია ჩაატარა. ზოგიერთი დაკავებული ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ეკუთვნის.
ცნობისთვის, თურქეთში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ აქ ამბოხებასთან კავშირისთვის 36 ათასი ადამიანია დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები