დონალდ ტრამპი პრეზიდენტიც იქნება და ტელეპროდიუსერიც

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის მომავალშიც დარჩება ტელეკომპანია “ენ ბი სის“ პოპულარული შოუს The Celebrity Apprentice-ის აღმასრულებელ პროდიუსერად. ამის შესახებ „ენ ბი სის“ ხელმძღვანელობა იუწყება.
2008 – 2015 წლებში ტრამპი ამ გადაცემის წამყვანი იყო. შემდეგ ტელეარხმა მასთან კონტრაქტი გაწყვიტა მექსიკელ მიგრანტებთან დაკავშირებით ტრამპის სკანდალური განცხადებების გამო.  ამის შემდეგ გადაცემა ეთერში აღარ გასულა.
პროგრამის ახალი სეზონი ეთერში 2 იანვარს  გავა. მისი წამყვანი ჰოლივუდელი ვარსკვლავი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი იქნება.
ტრამპსა და „ენ ბი სის“ შორის მომავალი კონტრაქტის დეტალები არ საჯაროვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები