ევროპარლამენტის LIBE-ს კომიტეტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული ვარიანტი დაამტკიცა

ევროპარლამენტის შინაგან საქმეთა, მართლმსაჯულების და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტმა (LIBE) დღეს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული ვარიანტი დაამტკიცა. კანონპროექტს კომიტეტის 37-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 9 დეპუტატი წინააღმდეგი იყო და 2-მა თავი შეიკავა.
შეჩერების მექანიზმის საკითხს ევროპარლამენტის წევრები პლენარულ სხდომაზე, სავარაუდოდ, მომავალ კვირას განიხილავენ. უახლოეს მომავალში საქართველოსთვის და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე კენჭისყრის თარიღიც გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები