ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე ნოემბერში ტერაქტის დროს დაჭრილი ამერიკელი სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა

ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ალან ბრაუნი, რომელიც ნოემბერში ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე მომხდარი ტერაქტის დროს დაიჭრა, ვაშინგტონის მახლობლად მდებარე ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
46 წლის პირველი კლასის სერჟანტი ალან ბრაუნი მეხუთე სამხედროა, რომელიც 12 ნოემბერს მომხდარი ტერაქტის შედეგად დაიღუპა.
ბაგრამის ბაზაზე თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები