ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 102-მდე გაიზარდა

ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 102 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ’ იუწყება. დაშავებულია 750 ადამიანი, მათ შორის 136 – მძიმედ. 3 ათასზე მეტი საცხოვრებლის გარეშე დარჩა.
ადგილობრივი ხელისუფლება შიშობს, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება, ვინაიდან ასობით დანგრეული სახლის ნანგრევებში კვალავ რჩებიან ადამიანები.
6.5 მაგნიტუდის მიწისძვრა სუმატრაზე ოთხშაბათს დილით მოხდა.
ინდონეზია მაღალი სეისმური აქტივობის ზონაში მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები