დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უფროსი: რუსეთი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას ხელს უშლის

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის უფროსმა ალექს იანგერმა განაცხადა, რომ რუსეთი, რომელიც ბაშარ ასადის ოპოზიციას ებრძვის, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას ხელს უშლის. „რუსეთს და ასადის რეჟიმს სირიის უდაბნოდ გადაქცევა აქვთ დაგეგმილი და ამას მშვიდობას უწოდებენ. ეს საშინელებაა“ – განაცხადა იანგერმა.
ბრიტანული დაზვერვის უფროსმა ასევე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დღეს უპრეცედენტო ტერორისტული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. იანგერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთში 2013 წლიდან 12 ტერორისტული თავდასხმა იყო აღკვეთილი.
დასავლეთმა რუსეთი სირიის ზომიერი ოპოზიციის დაბომბვებში რამდენჯერმე დაადანაშაულა. მოსკოვი ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ის სირიაში „ტერორისტებს ბომბავს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები