საფრანგეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადმიანი დაიღუპა

საფრანგეთის ქალაქ ბაზელ-მულუზ-ფრაიბურგის აეროპორტში თვითმფრინავის Piper PA-34-ის კატასტროფის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ გამოცემა L’Alsace იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავი დაშვებისას ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზი, სავარაუდოდ, ცუდი ამინდი გახდა – აეროპორტის მახლობლად ძლიერი ნისლი იყო.
ბაზელ-მულუზ-ფრაიბურგის აეროპორტი საფრანგეთში, გერმანიისა და შვეიცარიის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები