სააკაშვილი: უკრაინის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ჩინოვნიკების ნახევარს სამსახურიდან დავითხოვ

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მისი გუნდი გადასახადებს შეამცირებს, ჩინოვნიკების ნახევრაზე მეტს სამსახურიდან დაითხოვს და სახელმწიფო საწარმოებს გაყიფის.
„ჩვენ, პირველივე სამ თვეში, გადასახადების 60%-ით დაკლებას და სახელმწიფო აპარატის ორჯერ შემცირებას ვაპირებთ. უნდა გაუქმდეს რეგულაციების 80%, შეიცვალოს პოლიტიკური კლასი და გაიყიდოს სახელმწიფო უწყებები“, – განუცხადა მან გამოცემა „გორდონს“.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ არაეფექტიანი სახელმწიფო მმართველობის გამო, უკრაინის მთავრობა ოდესის საპორტო ქარხნის გაყიდვას ვერ ახერხებს. ამის მიზეზი, სააკაშვილის თქმით, ის არის, რომ ჩინოვნიკები უცხოელ ინვესტორებს ქრთამს სთხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები