დიდ ბრიტანეთში 300-მდე პოლიციელი სექსუალურ ზეწოლაშია ბრალდებული
300-მდე პოლიციელი დიდ ბრიტანეთში სექსუალური ხასიათის ზეწოლაში და ამისთვის სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში არიან ბრალდებულები. ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის პოლიციაზე ზედამხედველობის სამეფო ინსპექსიის დასკვნაში.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ სექსუალური ხასიათის დანაშაულები პოლიციელთა მხრიდან ინგლისის და უელსის ყველაზე ხშირი სამსახურებრივი დარღვევაა.
ამ ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში პოლიციელთა მხრიდან სექსუალური ზეწოლის 436 შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთანავე მოხსენების ავტორები აცხადებენ, რომ პრობლემის მასშტაბები შესაძლოა, ბევრად უფრო სერიოზული იყოს და მისი გადაჭრისთვის აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება.
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ემბერ რადმა მოხსენებას „შოკისმომგვრელი“ უწოდა.