თედო კობახიძე: ჯანდაცვასთან, გამწვანებასთან და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით ბიუჯეტში არის ზრდა

“ტრანსპორტის განვითარებისთვის წელს გამოყოფილია 62 მილიონი ლარი, ასევე, გაიზრდა დაფინანსება ძუძუს კიბოთი დაავადებულთა მედიკამენტებზე”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, თედო კობახიძემ განაცხადა.
კობახიძემ იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რაც თბილისის ბიუჯეტით იქნება გათვალისწინებული.
„ჯანდაცვასთან, გამწვანებასთან და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით ბიუჯეტში არის ზრდა. ასევე არის ზრდა ტრანსპორტის მოდერნიზაციასთან დაკავშირებით და გაზრდილია საქალაქო სამგზავრო შემადგენლობის განვითარებისთვის გამოყოფილი ხარჯები. რაც შეეხება ჯანდაცვას, გაზრდილია ნახევარი მილიონით ძუძუს კიბოს მედიკამენტებით დაფინანსება.
წელს დასრულდება ათი სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობა და დაგეგმილია რვა ახალი ობიექტის აშენება. ბიუჯეტი იქნება მთლიანად მოსახლეობის საკეთილდღეოდ გათვლილი“, – განაცხადა თედო კობახიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები