ალექსანდრე ჯეჯელავა საკადრო ცვლილებებზე – ვინც კარგად არ მუშაობს, უმუშევარი დარჩება

განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ უწყებაში მოსალოდნელ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ დეპარტამენტში, სადაც თანამშრომელთა ნაკლებობაა, ადამიანები იმ დეპარტამენტიდან განაწილდებიან, სადაც მეტი ხალხია.
ჯეჯელავას განცხადებით, ვინც კარგად არ მუშაობს, ყოველთვის უმუშევარი დარჩება.
“საერთოდ, ჩვენს სისტემაში ბევრი თანამშრომელია. ჩვენი მცდელობა ფუნქციების ოპტიმიზაცია იქნება. შევეცდებით, გავაძლიეროთ ის მიმართულება, რომელიც უშუალოდ განათლების სისტემის განვითარებას ეხება და რაც არის “ბექ ოფისის“ მხარდამჭერი ფუნქციები, იქ “მოვუჭიროთ“. დაახლოებით ერთ კვირაში, გვექნება კონკრეტული გადაწყვეტილებები“, – განუცხადა ჟურნალისტებს განათლების მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები