კახა კალაძე შს მინისტრად მისი დანიშვნის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის შესაძლოა შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნოს, სიცრუეს უწოდებს.
კალაძის თქმით, მას აქვს ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა.
„ენერგეტიკაში მნიშვნელოვანია იმ პროექტების განხორციელება, რომელიც დაანონსებულია. ეს არის ჰიდრო, თბოელექტროსადგურების, ქარის სადგურების პროექტების განვითარება და ასევე, ინფრასტრუქტურის შექმნა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები