სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო

სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტის, პაკ კინ ხეს წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა 72 საათის განმავლობაში გაიმართება. ექსპერტებს მიაჩნიათ რომ ოპოზიციას ამ კენჭისყრაში გამარჯვების რეალური შანსი აქვს.
თუ იმპიჩმენტის გადაწყვეტილება მიღებული იქნება, სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ 180 დღის განმავლობაში უნდა გადაწყვიტოს, გადააყენოს პაკ კინ ხე, თუ არა. მანამდე კი ქვეყნის სათავეში დროებით პრემიერ-მინისტრი იქნება.
ნოემბრის ბოლოს სამხრეთ კორეის პრეზიდენტის გარშემო კორუფციული სკანდალი აგორდა. ამის შემდეგ პაკ კინ ხემ განაცხადა, რომ მზად არის გადადგეს, თუ ამ გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები