პეტრო პოროშენკო: დამაიმედებელი სიახლე მივიღე ბრიუსელიდან – „შეჩერების მექანიზმთან“ დაკავშირებით კომპრომისი მიღწეულია

უკრაინული გამოცემა „უნიანი“ შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს კომენტარს აქვეყნებს.
„დამაიმედებელი სიახლე მივიღე ბრიუსელიდან. „შეჩერების მექანიზმთან“ დაკავშირებით კომპრომისი მიღწეულია. ახლა გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა მიიღონ“, – დაწერა სოციალური ქსელის, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე უკრაინის პრეზიდენტმა.
გუშინ სოციალური ქსელის, „ტვიტერის“ პირად გვერდზე ევროპარლამენტის წევრმა, ჰოლანდიელმა დეპუტატმა კატი პირიმ დაწერა, რომ „შეჩერების მექანიზმზე“ შეთანხმება მიღწეულია და შემდეგ კვირას უკვე შესაძლებელი იქნება კენჭი უყარონ ქართველებისა და უკრაინელებისთვის უვიზო რეჟიმის საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები