იოჰანეს ჰანი: მივესალმები შეჩერების მექანიზმზე შეთანხმების მიღწევას

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის ურთიერთობის საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმების მიღწევის შესახებ “ტვიტერში” წერს.
“მივესალმები შეჩერების მექანიზმზე შეთანხმების მიღწევას. მოვუწოდებ ევროკავშირის საბჭოს და ევროპარლამენტს, მიიღონ გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე”, – წერს იოჰანეს ჰანი.
ჰანის განცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე, სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ევროპარლამენტის წევრმა, კატი პირიმ იგივე შინაარსის პოსტი დაწერა. ევროდეპუტატი აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტმა საქართველოსა და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის საკითხს შესაძლოა, უკვე მომავალ კვირას უყაროს კენჭი.
ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებას მიაღწიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები