ტრამპმა აღიარა, რომ ხშირად ობამას რჩევებს ითვალისწინებს

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოქმედი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას რჩევებს ხშირად ითვალისწინებს.
ტრამპის თქმით, ერთ-ერთი თანამდებობის პირის დანიშვნისას ობამას რეკომენდაცია მოისმინა და გაიზიარა.
„მიუხედავად იმისა, რომ ძალზე განსხვავებულები ვართ და ხშირ შემთხვევაში, საპირისპირო პოზიციებს ვიზიარებთ, მე ის ძალიან მომწონს. ხშირად მის რჩევებს ყურადღებას ვაქცევ და მათ ვითვალისწინებ“ – განაცხადა ტრამპმა ტელეკომპანია NBC-ის ეთერში.
ცნობისთვის, თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებით მან პოზიცია შეიცვალა. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში დონალდ ტრამპი ობამას რეფორმებს ჯანდაცვის სფეროში მწვავედ აკრიტიკებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები