დუბლინის სასამართლომ მიხეილ ხოდორკოვსკის 100 მილიონი ევროს ანგარიშებს ყადაღა მოუხსნა

ირლანდიის დედაქალაქ დუბლინის სასამართლომ დააკმაყოფილა კომპანია „იუკოსის“ ყოფილი მმართველის მიხეილ ხოდორკოვსკის სარჩელი და ორი საინვესტიციო ფონდის ანგარიშზე არსებული 100 მილონი ევროს თანხებს ყადაღა მოუხსნა.
ეს თანხები 5 წლის წინ ირლანდიის ხელისუფლებამ დააყადაღა. „ჩემი თხოვნა დაკმაყოფილდა. არანაირ ფულის „გათეთრებას“ ადგილი არ ჰქონია და ეს სასამართლომ დაადასტურა“ – დაწერა ხოდორკოვსკიმ ტვიტერში.
ორი საინვესტიციო ფონდის ანგარიშზე არსებული თანხები ჰერბსის კუნძულზე დარეგისტრირებული კომპანიის ანგარიშებზე ირიცხებოდა, რომელიც ხოდორკოვსკის ეკუთვნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები