გაერო – თურქმენეთის ციხეებში ხშირია წამების ფაქტები

თურქმენეთის ციხეებში მუდმივად ადგილი აქვს წამების, გაუპატიურების და ადამიანების დამცირების ფაქტებს. ასევე ადგილი აქვს ადამიანების გატაცების ფაქტებს. ამის შესახებ გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტის დასკვნაშია აღნიშნული.
„როიტერის“ ცნობით, დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ადგილი აქვს სამართალდამცველების მიერ დაკავების დროს ადამიანების მიმართ ძალადობის ფაქტებს, ასევე მათ წამებას აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით.
წამების წინააღმდეგ კომიტეტი მოუწოდებს თურქმენეთის პრეზიდენტს გურბანკული ბერდიმუჰამედოვს გააკეთოს საჯარო განცხადება, რომ ამ ქმედებებს სათანადო პასუხი გაეცემა და ყველა დამნაშავე პირი დასჯილი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები