ჟურნალმა Time-მა დონალდ ტრამპი წლის ადამიანად დაასახელა

ჟურნალმა Time-მა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წლის ადამიანად დაასახელა. ამის შესახებ ტელეკომპანია NBC იუწყება.
ამ წოდებაზე მეორე პრეტენდენტი ჰილარი კლინტონი იყო, თუმცა კლინტონი არჩევნებში დამარცხდა. ტრამპმა ამ ფაქტის კომენტირებისას განაცხადა, რომ ეს „დიდი პატივია მისთვის“.
გასულ წელს Time-მა წლის ადამიანად გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები