რასმუსენი: ევროკავშირმა უკრაინას უღალატა

ევროკავშირმა უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხში უკრაინას უღალატა. ამის შესახებ პეტრო პოროშენკოს მრჩეველმა და ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა. რასმუსენმა განაცხადა, რომ კიევმა შეასრულა ყველა მოთხოვნა და შეესაბამება ყველა კრიტერიუმს სავიზო რეჟიმის გამარტივებისთვის. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინისთვის და საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხის განხილვა მომავალი წლისთვის გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები