რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკელი დიპლომატებისთვის შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვმა შესაძლოა საპასუხო ზომები მიიღოს აშშ-ის ტერიტორიაზე რუსი დიპლომატების გადაადგილებისთვის შეზღუდვების დაწესების საპასუხოდ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„თუ აშშ-ის დღევანდელ ხელისუფლებას სურს, აშშ-ის ტერიტორიაზე,  რუსი დიპლომატებისთვის გადაადგილების დროს შეზღუდვების დაწესების პარალელურად, ამერიკელი დიპლომატებისთვის რუსეთში გადაადგილების შეზღუდვა, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ დიპლომატიაში ყველაფერი პარიტეტის პრინციპს ეფუძნება,“ – განაცხადა ზახაროვამ. მან ასევე დაამატა, რომ მოსკოვი ამ ნაბიჯის ინიციატორი არ იქნება და ეს “იძულებითი ზომაა“.
ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ გასულ კვირას ამერიკული სპეცსამსახურების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი მიიღო. დოკუმენტში აშშ-ში მომუშავე რუსი დიპლომატებისთვის დამატებითი შეზღუდვები დაწესდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები