რუსეთის ხელისუფლებამ, სახელმწიფო უწყებებისთვის, საზღვარგარეთ რენტგენის აპარატების და ყავარჯნების შეძენა აკრძალა

რუსეთის მთავრობამ 62 დასახელების სამედიცინო მოწყობილობების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელთა სახელმწიფო შესყიდვები აკრძალულია. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
დოკუმენტს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა.
მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ჩამონათვალში შეტანილ მოწყობილობებს ორი რუსული ორგანიზაცია აწარმოებს საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.
სადიაგნოსტიკო დანადგარების გარდა, სიაში შეტანილია სამედიცინო ტექნიკა, მაგალითად დეფიბრილიატორები და ახალშობილების ინტენსიური თერაპიის ინკუბატორები, ასევე ქირურგიული და სტომატოლოგიური ინსტრუმენტები. გარდა ამისა, აკრძალვაში ხვდება ყავარჯნები, სავარძლები და ბინტები.
რუსეთის მთავრობაში აკონკრეტებენ, რომ შესყიდვების აკრძალვა მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებს ეხებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები