თურქულმა ავიაციამ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ 23 ტერორისტი გაანადგურა

თურქულმა საჰაერო ძალებმა ოპერაცია „ევფრატეს ფარის“ ფარგლებში სირიის ქალაქ ელ-ბაბის მახლობლად „ისლამური სახელმწიფოს“ 23 ტერორისტი გაანადგურეს. ამის შესახებ სააგენტო “ანადოლუს“ თურქეთის გენერალურ შტაბში აცნობეს. ასევე სამხედროები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ განდგურებულია ტერორისტების 9 ობიექტი. თურქეთი ოპერაცია „ევფრატეს ფარს“ სირიაში 24 აგვისტოდან ახორციელებს. რამდენიმე დღის წინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ოპერაციის საბოლოო მიზანი ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები