სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპოს ისტორიული ნაწილი აიღეს

სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქ ალეპოს ისტორიული ნაწილი დაიკავეს. ამის შესახებ “ბი -ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციას ლონდონში მდებარე სირიის ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს. ქალაქის ამ ნაწილს ოპოზიცია ბოლო 4 წლის განმავლობაში აკონტროლებდა.
ამჟამად ასადის ძალები აღმოსავლეთ ალეპოს ორ მესამედს აკონტროლებენ და შეტევას განაგრძობენ.
ბაშარ ასადის მიზანია მთელი ალეპოს აღება. ოპოზიციურ შენაერთებზე შეტევაში რუსული ავიაციას მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები