რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ერთიანი სამხედრო დაჯგუფების შექმნის საკითხი გაეროს უშიშროების საბჭომ განიხილა

უკრაინის დელეგაციის მოთხოვნით, გაეროს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე საქართველოში არსებული სიტუაცია განიხილა.
კერძოდ, განხილული იყო რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ერთიანი სამხედრო დაჯგუფების შექმნის საკითხი, – ამის შესახებ “ტვიტერში” გაეროში უკრაინის დელეგაციის წევრებმა დაწერეს.
„გაეროს უშიშროების საბჭოში უკრაინამ დაგმო რუსეთსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის ერთიანი სამხედრო დაჯგუფების შექმნის საკითხი“, – აღნიშნულია ამ ინფორმაციაში.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის დელეგაციამ გაეროში რეზოლუციის მიღება დაბლოკა. პროექტში ეწერა, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები