როგორ ავიცილოთ თავიდან წყლის მილების გაყინვა – რეკომენდაციები მოსახლეობას

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქში, ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა.
თბილისში გასულ ღამეს 5-6 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა.
სინოპტიკოსების ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კვლავ ძლიერი ყინვა და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
ზამთრის სეზონის დადგომასთან და ყინვის ზრდასთან ერთად, წყლის მილებისა და მრიცხველების მოყინვის და მწყობრიდან გამოსვლის რისკი მატულობს.
მკვეთრი ტემპერატურული ცვალებადობის გამო ავარიული დაზიანებების შემთხვევებმა უმეტესად შესაძლოა თავი იჩინოს ისეთ ქსელებზე, სადაც ჯერ კიდევ გადის ძველი და ამორტიზებული მილები.
“კვირა“ დაინტერესდა, რა ღონისძებები გაატარა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” იმისთვის, რომ ყინვისა და მკვეთრი ტემპერატურული ცვალებადობის თანმდევი პრობლემები დედაქალაქში მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული და რა რეკომენდაციები აქვს კომპანიას მომხმარებლებისთვის.
როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ განმარტავენ, კომპანია ზამთრის მოახლოებასთან ერთად ატარებს ყველა აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოს, – აწესრიგებს წყალსადენის ქსელებს.15423618_551646705041517_197672108_n
„ვატარებთ ყველა აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოს – ვაწესრიგებთ წყალსადენის ქსელებს, ვათბუნებთ საკვანძო ჭებში დამონტაჟებულ ჩამკეტ ურდულებს, დიდ ობიექტებში გამავალ მილებს, სხვადასხვა კომუნიკაციებს და ა.შ. ამას გარდა, აღრიცხვაზე აგვყავს დედაქალაქის ის ქუჩები, სადაც ჯერ კიდევ გადის ძველი და ამორტიზებული მილები, რადგან არ არის გამორიცხული, რომ ძლიერი ყინვის (თუ ტემპერატურა -5÷8 გრადუსს გადააჭარბებს) ან მკვეთრი ტემპერატურული ცვალებადობის გამო ასეთ ქსელებზე თავი იჩინოს ავარიულმა დაზიანებებმა. ამ ქუჩებზე კომპანია, ზამთრის განმავლობაში, მკაცრ კონტროლს დააწესებს“, -აცხადებენ კომპანიაში.
რაც შეეხება იმას თუ რა პრევენციული ღონისძებები შეუძლიათ გაატარონ მომხმარებლებმა წყლის მილებისა და მრიცხველების მოყინვის თავიდან აცილების მიზნით, კომპანია მომხმარებლებს შემდეგი სახის რეკომენდაციებით მიმართავს.

„დაათბუნებთ თქვენს ეზოში, მიწის ზემოდან ან აივანზე გამავალ წყლის მილებსა და განშტოებებს, დაათბუნებთ თქვენს ეზოში ან აივანზე დამონტაჟებულ მრიცხველს და ჩამკეტ ვენტილს. ყინვისგან მაქსიმალურად დაიცავთ თქვენს კუთვნილ სანკვანძებს (აბაზანა, საპირფარეშო, ონკანები და ა.შ.), თუ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია დაბალ ტემპერატურაზე მათი მოყინვა
დაათბუნებთ დგარებს რამდენიმებინიანი სახლის სადარბაზოში, თუ სადარბაზო ღია ტიპისაა, კიბის უჯრედში არ დატოვებთ ღია ფანჯრებს (ჩასვამთ მინებს და დაფარავთ ღიობებს ფანერის ტიხრებით და ა.შ.).
მილების შეფუთვა შეგიძლიათ სპეციალური ღრუბელით, რომელსაც ფოლგა აქვს გადაკრული.
ყუთში დამონტაჟებული მრიცხველის დათბუნება კი შეგიძლიათ ან ასეთივე ფოლგიანი ღრუბლით, ან სქელ პოლიეთილენის პაკეტში ჩაყრილი პენოპლასტის „ბურთულებით“, რასაც წყლის მრიცხველს შემოაკრავთ.
იმ შემთხვევაში, თუ ზამთარში, გარკვეული დროით დაგეგმავთ თბილისიდან გასვლას, აღრიცხვის კვანძის დაზიანებისა და მოყინვის თავიდან აცილების მიზნით, სასურველია გაითვალისწინოთ შემდეგი პროცედურები:
გადაკეტოთ მრიცხველთან დამონტაჟებული ჩამკეტი ვენტილი12391790_1023824417678953_1766026681653216890_n
წყლისგან დაცალოთ სახლში არსებული წყალგაყვანილობა (ავზიდან მრიცხველამდე).
ამასთან, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თხოვნით მოგმართავთ, რომ ზამთარში რეგულარულად მიადევნოთ თვალ-ყური ამინდის პროგნოზს მედიასაშუალებებში.
თუ რამდენიმე დღის მანძილზე, თბილისში, მოსალოდნელი იქნება განსაკუთრებულად დაბალი ტემპერატურა, და თუკი გასულ ზამთარშიც შეგექმნათ წყალგაყვანილობის მოყინვის პრობლემა, მაშინ უმჯობესი იქნება, თუ ონკანში წყალს მთელი ღამის განმავლობაში მოშვებულს დატოვებთ.
ამისთვის საკმარისია, ონკანიდან ასანთის ღერისოდენა წყლის ჭავლმა იდინოს.
იმ შემთხვევაში, თუ ზამთარს დათბუნებულ წყალგაყვანილობას და მრიცხველს დაახვედრებთ, შეძლებთ თავიდან აიცილოთ გარკვეული პრობლებები და შეფერხებები წყლის მიწოდებაში, რაც შესაძლებელია გამოიწვიოს მილებში წყლის გაყინვამ, ყინვის გამო მრიცხველის მწყობრიდან გამოსვლამ და ადგილობრივმა დაზიანებამ თქვენს კუთვნილ ქსელზე“, – აცხადებენ კომპანიაში.
ამსთან, როგორც “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერში“ აცხადებენ თუ მომხმარებლები ზამთრის სეზონზე, ვერ შეძლებენ კომპანიის რეკომენდაციების გათვალისწინებას და ამის გამო წყალმომარაგებაში პრობლემები შეექმნებათ, მიმართონ კომპანიას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები