ტრამპმა თავისი შტაბის წარმომადგენელი ჰილარი კლინტონზე ფეიკის გავრცელებისთვის სამსახურიდან გაათავისუფლა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი მრჩეველი მაიკლ ჯ. ფლინი სამსახურიდან იმისთვის გაათავისუფლა, რომ ის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატზე ჰილარი კლინტონზე ფეიკებს ავრცელებდა. ამის შესახებ “ბი-ბი-სი“ იუწყება.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰილარი კლინტონი და მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ჯონ პადესტა დაკავშირებულები არიან სტრუქტურასთან, რომელიც ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციით იყო დაკავებული. ამ სტრუქტურაში თითქოს შედიოდა პიცის მწარმოებელი კომპანიის Comet Ping Pong-ის ხელმძღვანელი ჯეიმს ალეფანტისი.
ცნობისთვის, სექტემბრის შუა რიცხვებში, მაიკლ ჯ. ფლინის მამას, აშშ-ის გადამდგარმა გენერალმა მაიკლ ტ.ფლინს დონალდ ტრამპმა უშიშროების საკითხებში მრჩეველის თანამდებობა შესთავაზა. 2012 – 2014 წლებში ფლინი-უფროსი აშშ-ის თავდაცვის სამინისტრის სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები