ევროკავშირის მონაცემებით, უკრაინა ევროპის ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა

უკრაინა დღემდე არის ევროპის ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა. ამის შესახებ სააგენტო “უნიანი“ ევროპის აუდიტის პალატაზე დაყრდნობით იუწყება. ამ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას მყიფე შედეგი მოჰყვა და რეფორმები სათანადოდ ვერ განხორციელდა. დასკვნაში შეფასებულია 2007-2015 წლის პერიოდი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირსა და უკრაინას შორის ურთიერთობამ 2014 წელს „წინ წაიწია“, მაგრამ ქვეყნის წინაშე დღესაც მრავალი რისკი რჩება, რომელთა შორის ოლიგარქების გავლენაა ქვეყნის პოლიტიკაზე. „ყველა მცდელობის მიუხედავად, უკრაინა დღემდე განიხილება. როგორც ევროპის ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა. ოლიგარქული კლანები ქვეყნის ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე და მედიაზე დიდ გავლენას ახდენენ“, – წერია ანგარიშში. როგორც ევროპის აუდიტის პალატის წარმომადგენელმა შაბოლც ფაზაკასმა განაცხადა, „რეფორმებს მმართველობის დაბალი ეფექტიანობა აფერხებს, ხოლო დაბალი ხელფასი კორუფციას უწყობს ხელს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები