სირიაში რუსი პოლკოვნიკი დაიღუპა

სირიაში რუსი სამხედრო მრჩეველი, პოლკოვნიკი რუსლან გალიცკი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცნობეს. ის ქალაქ ალეპოში იმყოფებოდა და საარტილერიო დაბომბვაში მოხვდა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, გალიცკი ალეპოს ერთ-ერთ ერთ რაიონში და სირიის ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მხრიდან გამოშვებული ჭურვების მსხვერპლი გახდა. დაბომბვის დროს გალიცკი მძიმედ დაიჭრა და ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
მიმდინარე კვირას ასევე გავრცელდა ინფორმაცია სირიაში ორი რუსი სამხედრო მედიკოსის დაღუპვის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები