მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში ექსტრემისტული საქმიანობისთვის 25 ადამიანი დააკავეს

რუსეთის სპეცსამსახურებმა მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში 25 ადამიანი დააკავეს, რომლებიც ექსტრემიზმსა და ექსტრემისტული საქმიანობის ხელშეწყობაში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება.
„სპეცოპერაცია რუსეთის უშიშროების სამსახურმა და შსს სპეცრაზმმა ჩაატარეს“ – განუცხადეს „ტასს“ რუსეთის უშიშროების ორგანოებში.
დაკავებულები „ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი რესპუბლიკის მოქალაქეები არიან”. ამ ქვეყნის სახელწოდება არ დაკონკრეტებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები