თამარ კორძაია: თავად ის, რომ კვანძი გაიხსნა და ეს საქმე ბოლომდე მიდის, ეს არის მნიშვნელოვანი

დღევანდელი პროკურატურა გავიდა შემსრულებლებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის ყოფილმა წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
თამარ კორძაია მნიშვნელოვან ფაქტად თვლის, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულების საქმე გახსნილია, იგი იმედს გამოთქვამს, რომ პროცესი ბოლომდე მივა.
„ადამიანი, ვინც გუშინ პროკურატურამ დააკავა ფიგურირებს ჟურნალისტებზე ზეწოლის ბევრ საქმეში.
მე იმედი მაქვს, რომ პროკურატურა საქმეს ბოლომდე მიიყვანს, მთავარია სამართალდამცველები გავიდნენ შემსრულებლებზე და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი,“-განაცხადა თამარ კორძაიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები