იემენთან გემი გაუჩინარდა

იემენის სანაპიროს მახლობლად კუნძულ სოკოტრას მახლობლად გემი გაუჩინარდა. მას იემენის ხელისუფლება მეხუთე დღეა უშედეგოდ ეძებს. ის შიშობს, რომ გემის ბორტზე მყოფი ადამიანები შეიძლება დაღუპულიყვნენ.
იემენის მეთევზეობის სამინისტრო იუწყება, რომ გემის ბორტზე ქალები და ბავშვები იმყოფებოდნენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორი ადამიანი ავსტრიის და ავსტრალიის ხომალდებმა გადაარჩინეს. სოკოტრა იემენსა და სომალის შორის მდებარეობს. აქ არაერთხელ მომხდარა მეკობრეების თავდასხმა სამოქალაქო გემებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები