რიო-დე-ჟანეიროში პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები მოხდა

ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად რეზინის ტყვიები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.
საპროტესტო აქციის მონაწილეები საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
აქციის მონაწილეთა უმეტესობა – სახელმწიფო მოხელეა.
დემონსტრანტები ნაციონალური ასამბლეის შენობასთან მივიდნენ, სადაც საბიუჯეტო ხარჯების შემცირების საკითხი უნდა განხილულიყო.
შეტაკების შედეგად რვა პოლიციელი დაშავდა. ასევე ცრემლმდენი გაზით ერთი დეპუტატი მოიწამლა.
ბრაზილიის ხელისუფლება სოციალური პროგრამების და პენსიების შემცირებას გეგმავენ. ასევე იგეგმება საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გაზრდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები