ინდონეზიაში მომხდარ მიწისძვრას 24 ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიის ჩრდილოეთ ნაწილში მომხდარ მიწისძვრას სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა. ათობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა კუნძულ სუმატრაზე ქალაქ სიგლისთან მოხდა. ცუნამის საშიშროება არ არის.
ინდონეზია წყნარი ოკეანის ვულკანურ რკალზე მდებარეობს, სადაც ხშირია მიწისძვრები და ვულკანები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები