ტრამპმა საპრეზიდენტო თვითმფრინავზე უარი განაცხადა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Boeing 747-ის მოდელის ახალ საპრეზიდენტო თვითმფრინავზე უარი განაცხადა. ტრამპის თქმით, თვითმფრინავცის ფასი ძალიან მაღალია – 4 მილიარდი დოლარი.
„ბოინგი ახალ თვითმფრინავს აშენებს მომავალი პრეზიდენტისთვის, მაგრამ ფასი სასწაულად მაღალია – 4 მილიარდი დოლარი. გააუქმეთ ეს შეკვეთა“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპმა უარი თქვა პრეზიდენტის ხელფასზეც.
თავის დროზე, ნიუ-იორკის მერი და მედიამაგნატი მაიკლ ბლუმბერგი ტრამპის მსგავსად მოიქცა, რომლის ხელფასი ამ თანამდებობაზე თვეში 1 დოლარს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები