ანგელა მერკელი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარედ აირჩიეს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარედ ხელახლა აირჩიეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ქალაქ ესენში გამართულ ყრილობაზე მერკელის კანდიდატურას დელეგატების 89,5%-მა მისცა ხმა.
ანგელა მერკელი პარტიას 17 წელი ხელმძღვანელობს. რამდენიმე დღის წინ მან განაცხადა, რომ, 2017 წელს გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას კვლავ წარადგენს. მომავალ წელს გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები