ავსტრია მიგრანტებს გაასამართლებს, რომლებიც საკუთარი წარმომავლობის შესახებ ინფორმაციას გააყალბებენ

მიგრანტებს, რომლებიც საკუთარი წარმომავლობის შესახებ ინფორმაციას გააყალბებენ, ავსტრიაში დააჯარიმებენ ან პატიმრობას მიუსჯიან. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
კერძოდ, თუ მიგრანტი განაცხადებს, რომ სირიიდან არის და ეს სინამდვილეს არ შეესაბამება, მას 5 ათასი ევროთი დააჯარიმებენ ან სამკვირიანი პატიმრობით დასჯიან.
რაც შეეხება იმ პირებს, ვინც ავსტრიაში უკანონოდ დარჩება იმის მიუხედავად, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით ქვეყნის ტერიტორია უნდა დატოვოს, მათ 15 ათასი ევროთი დააჯარიმებენ ან ციხეში 6 კვირას გაატარებენ.
ავსტრიის მთავრობის ეს გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები