ქაბულში 60 ტონა ნარკოტიკი ამოიღეს

ავღანეთის დედაქალაქში 60 ტონა ნარკოტიკი ამოიღეს. ჰაშიშის და მარიხუანის დიდი პარტია ხაკ-ე-ჯაბარის რაიონში აღმოაჩინეს.
„ბი ბი სის“ ცნობით, ნარკოტიკების გადამზიდველების დაკავება ვერ მოხერხდა. მათ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხეს.
ავღანეთი მსოფლიოში ნარკოტიკების წარმოების ლიდერად ითვლება. წელიწადში აქ 1 500-დან 3 500 ტონამდე ჰაშიში იწარმოება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები